0

ხშირად დასმული კითხვები

ფორტუნატო და წყლის მილების გაყინვის პრევენცია

აქ თავმოყრილია პასუხები ფორტუნატოს მუშაობაზე, ავტომატურ დაცლაზე, ტემპერატურის სენსორზე, აპლიკაციით კონტროლზე და იმ ადგილებზე, სადაც წყლის მილების გაყინვის რისკი მაღალია. ზუსტი პრობლემისთვის ნახეთ მილებში წყლის გაყინვა, ხოლო სრული გზამკვლევისთვის - წყლის მილების გაყინვისგან დაცვა.

როგორ გადავჭრათ მილებში წყლის გაყინვის პრობლემა?

პირველი ნაბიჯებია რისკიანი მონაკვეთის პოვნა, თბოიზოლაცია და იმის განსაზღვრა, რჩება თუ არა წყალი ცივ მილში. თუ მილი გარეთ, აივანზე, აგარაკზე, სათბურში ან სხვა ცივ სივრცეშია და წყალი პერიოდულად ჩერდება, რეკომენდებულია ავტომატური დაცლის სისტემა. ფორტუნატო არის ანალოგ ტექის ქართული გადაწყვეტა, რომელიც ტემპერატურას აკონტროლებს და გაყინვამდე ელექტრო ონკანით ცლის წყალს რისკიანი მონაკვეთიდან.

1. რა არის ფორტუნატო?

ფორტუნატო არის ინოვაციური მოწყობილობა, რომელიც იცავს წყლის გაყინვას მილებში. ის ავტომატურად რეაგირებს ტემპერატურის ვარდნაზე და უზრუნველყოფს სისტემის დაცვას, რაც დაზოგავს მომხმარებლებს დროულ ხარჯებს, სტრესს და შესაძლო ზარალს.

2. როგორ მუშაობს ფორტუნატო?

ფორტუნატო აღჭურვილია ტემპერატურის სენსორით. როცა წყლის ტემპერატურა 1°C-მდე ეცემა, სისტემა ავტომატურად აცლის წყალს მილებიდან და თავიდან აცილებს გაყინვას. Premium ვერსიაში დამატებულია გათბობის მოდული, რომელიც თავიდან ცდის მილების გათბობას, ხოლო შემდეგ საჭიროების შემთხვევაში რეაგირებს დაცლით.

3. რატომ ჯობია ფორტუნატო მილების შეფუთვას?

მილების შეფუთვა მხოლოდ ანელებს გაყინვის პროცესს, მაგრამ ვერ აჩერებს მას ძლიერი ყინვის დროს. ფორტუნატო კი ფიზიკურად აშორებს წყალს სისტემიდან. მარტივი ფიზიკაა: თუ მილში წყალი არ არის, იქ ყინული ვერ გაჩნდება. გარდა ამისა, ფორტუნატო იცავს წყლის გამათბობელსაც (ე.წ. "კალონკას"), რასაც ჩვეულებრივი შეფუთვა ვერ ახერხებს.

4. რით განსხვავდება ფორტუნატო სხვა ანალოგებისგან (მაგ: გათბობის კაბელი)?

მთავარი განსხვავება ეკონომიურობა და უსაფრთხოებაა. გათბობის კაბელი მუდმივად მოიხმარს ელექტროენერგიას, რაც ზამთარში დიდ ხარჯს ნიშნავს. ფორტუნატო კი ენერგიას მოიხმარს მხოლოდ მაშინ, როცა სარქველი იღება ან იკეტება. ავტომატური დაცლა ამცირებს მილში წყლის გაყინვისა და დაზიანების რისკს მინიმალური დანახარჯით.

5. რა ხდება მას შემდეგ, რაც სისტემა წყალს დაცლის?

როდესაც საფრთხე გადაივლის ან თქვენ წყლის მოხმარება დაგჭირდებათ, შეგიძლიათ სისტემა მარტივად, მობილური აპლიკაციის ერთი ღილაკით (ან მექანიკურად) გახსნათ და წყლის მიწოდება აღადგინოთ. თქვენ გაქვთ სრული კონტროლი.

6. რთულია თუ არა მონტაჟი? მჭირდება ხელოსანი?

ფორტუნატოს მონტაჟი მარტივია და ინსტრუქციის მიყოლებით თავადაც შეგიძლიათ დააყენოთ. თუმცა, ჩვენ გირჩევთ ისარგებლოთ ჩვენი პარტნიორი სერტიფიცირებული სანტექნიკოსების მომსახურებით, რათა გარანტირებულად მშვიდად იყოთ.

7. ვის შეუძლია ფორტუნატოს გამოყენება?

ფორტუნატო იდეალურია როგორც სოფლის მოსახლეობისთვის, ასევე სათბურების მფლობელებისთვის, აგარაკებისა და ნებისმიერი ტიპის საცხოვრებელი თუ სამრეწველო ობიექტისთვის, სადაც არსებობს მილების გაყინვის საფრთხე.

8. როგორ შევიძინო ფორტუნატო?

ფორტუნატოს შეძენა მალე შესაძლებელი იქნება ჩვენს ვებგვერდზე და პარტნიორ მაღაზიებში (დომინო, მოდუსი). დამატებითი ინფორმაცია და რეგისტრაცია წინასწარი შეკვეთებისთვის გამოქვეყნდება მალე.